ნავთობის ფასი პირველად გაიზარდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში

პირველად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ნავთობის ფასმა 35 აშშ დოლარს გადააჭარბა.

„ბრენტის“ მარკის ნავთობის ღირებულება 1,6%-ით გაიზარდა და 35,6 აშშ დოლარი შეადგინა.

WTI-ის ნავთობის ფასმა კი 1,8%-იანი ზრდა დააფიქსირა და 32,8 აშშ დოლარი შეადგინა.

მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ასევე ზრდის ტენდენცია შეინიშნება.

გუშინდელი ვაჭრობის შემდეგ ამერიკული ინდექსი S&P 500 0,5%-ით, ჰონკონგის საფონდო ბირჟის ინდექსი Hang Seng კი 1,4%-ით გაიზარდა.