ახალი მოთამაშე ფარმაცევტულ ბაზარზე - გაიაფდება თუ არა მედიკამენტები?

ფარმაცევტული ბაზრის ახალი მოთამაშე საკუთარი პროდუქციის სარეალიზაციოდ ემზადება. "ჰუმანითი ჯორჯია" 300-მდე დასახელების ჯენერიულ მედიკამენტს პარტნიორ სააფთიაქო და სავაჭრო ქსელებში რამდენიმე კვირაში შეიტანს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ბაზარზე არსებულ ანალოგებთან შედარებით მათი პროდუქცია დაახლოებით 30%-ით იაფია.

ბაზარზე შემოსული ახალი მიმწოდებლისგან ჯერჯერობით შეთავაზება არ მიუღიათ უმსხვილეს სააფთიაქო ქსელებს. სპეციალისტები ბაზარზე კონკურენციის გაზრდის შედეგად მედიკამენტებზე ფასების შემცირებას პროგნოზირებენ. მათი განცხადებით, იაფი ანალოგები ბრენდულ მედიკამენტებს ხარისხით არ ჩამოუვარდება.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე