რას გვავალდებულებს კოდექსი "ნარჩენების მართვის" შესახებ?

პირველ თებერვალს ძალაში შევიდა კოდექსი "ნარჩენების მართვის" შესახებ, რომელიც კომპანიებს აკისრებს გარკვეულ ვალდებულებებს. იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, თავისი საქმიანობის შედეგად, 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ან 1000 ტონაზე მეტი ინერტული ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოექმნება, ვალდებულია ჰყავდეს ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი პირი – გარემოს დაცვითი მმართველი და წარადგინოს ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ. კომპანიის გარემოსდაცვითი მმართველის განსაზღვრის ან/და მისი ვინაობის სამინისტროსთვის შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე