გიორგი კვირიკაშვილმა დავით ნარმანიასთან ერთად ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელსაც აღმაშენებლის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თბილისის მერ დავით ნარმანიასა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ის ტერიტორია დაათვალიერა, რომელსაც აღმაშენებლის ქუჩაზე რეაბილიტაცია ჩაუტარდება. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ადგილობრივებსაც გაესაუბრა. მოსახლეობა მთავრობის მეთაურს საკუთარი პრობლემების შესახებ ესაუბრა. ასევე რამდენიმე მათგანმა კვირიკაშვილს წერილიც გადასცა. თბილისის განვითარების ფონდთან ერთად თბილისის მერია მასშტაბურ პროექტს "ახალი ტფილისის" განხორციელებას იწყებს.

პროექტის პირველი ეტაპი პრემიერმა დავით ნარმანიასთან ერთად საზოგადოებას ილიას ბაღში, "გარდენ ჰოლში" წარუდგინა. პროექტი პირველი ეტაპის ფარგლებში აღმაშენებლის მოედნიდან ზაარბრიუკენის მოედნამდე, მშრალი ხიდისა და ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს. აღნიშნულ არეალში დავით აღმაშენებლის გამზირზე 47 საცხოვრებელ სახლს, რომელიც უმეტესად კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, სრული რეაბილიტაცია, რესტავრაცია, რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. სამუშაოები უკვე დაწყებულია.