კახა კალაძე "გაზპრომის" საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. შეხვედრა ენერგეტიკის სამინისტროში 15:00 საათზე დაიწყება. როგორც უწყებაში აცხადებენ, შეხვედრის თემა ქვეყნის გაზმომარაგების საკითხები, მათ შორის, "გაზპრომთან" მიმდინარე მოლაპარაკებები იქნება. რამდენიმე კვირის წინ აღნიშნულ საკითხებზე ენერგეტიკის მინისტრმა შეხვედრა ექსპერტებთანაც გამართა.