ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის უკანონო რეალიზაციის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე სამი მოქალაქე დააკავეს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან ვლადიმერ სააკოვი, ელბრუს ოგანესიანი, ნიკოლოზ გულუაშვილი და არამ ხალიფიანი.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ განახორციელეს დიდი ოდენობით აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული, ძვირად ღირებული სომხური წარმოების კონიაკის რეალიზაცია.

ბრალდებულები დაკავებულები არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილის "გ" პუნქტით და ამავე მუხლის "3"-ე ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 6-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.