შენობა, რომელშიც ბინის დაქირავება 60 000 დოლარი ღირს

დასავლეთ ჰემისფეროს ყველაზე მაღალ შენობაში ბინების გაყიდვა და გაქირავება დაიწყო. 96-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში პირველი ბინა გასულ თვეს გაქირავდა. საცხოვრებელი ფართის დაქირავება აღნიშნულ შენობაში რეკორულად მაღალ ფასად - თვეში 60 000 დოლარადაა შესაძლებელი.

ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის სამხრეთით მდებარე უზარმაზარი შენობა არქიტექტორ რაფაელ ვინიოლის პროექტით აშენდა. მას საოცარი ხედები აქვს. შენობაში განთავსებულია რესტორნები, ბაღები, დახურული აუზები, ბილიარდის ოთახი და სხვა ინფრასტრუქტურა.

იხილეთ ფოტოგალერეა