"ერთ თვეში ორ მილიონზე მეტი პრემია-დანამატები აიღეს" (?!)

"კორუფცია მაინცდამაინც იმას კი არ ნიშნავს, რომ გარიგებაში შეხვიდე ვიღაცასთან და ფული "მოტეხო". ბიუჯეტიდან რომ ამხელა პრემია-დანამატებს იწერ დაუმსახურებლად, ესეც კორუფციაა"

ქვეყანაში, სადაც კვლავაც მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი, საარსებო შემწეობას თითქმის ნახევარი მილიონი ოჯახი იღებს, ხოლო პენსია საარსებო მინიმუმს ძლივს ჰყოფნის, საჯარო მოხელეების მიერ ბიუჯეტის ხარჯზე მიღებული პრემია-დანამატების მოცულობა შთამბეჭდავია. მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მხოლოდ 1 თვეში, თბილისის მერიასა და გამგეობებში გაცემულმა პრემია-დანამატებმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ლარის გაუფასურების პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება და მთავრობას უკვე მერამდენედ ეძლევა რეკომენდაცია, ბიუჯეტის არარაციონალური ხარჯვა შეწყვიტოს.

ლევან ხაბეიშვილი, მონიტორინგის ცენტრ "მედიატორის" დამფუძნებელი:

"მონაცემები, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ თბილისის მერიიდან და გამგეობებიდან, ასახავს ინფორმაციას ამ უწყებებში მხოლოდ 1 თვის განმავლობაში გაცემული პრემია-დანამატების შესახებ. ამ ცნობებში არ შედის პრემია-დანამატები, რომელიც დარიგდა მერიის სსიპ-ებში, აიპ-ებსა და შპს-ებში. ამის მიუხედავად, ჩვენ მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დაჯამებით კოლოსალური თანხა მივიღეთ. აღმოჩნდა, რომ მხოლოდ დეკემბერში, მერიასა და გამგეობებში პრემიებსა და დანამატებში გაცემულმა თანხამ 2 მილიონ ლარს გადააჭარბა და თუ ამას თბილისის საკრებულოში იმავე პერიოდში გაცემულ პრემია-დანამატებსაც მივამატებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ ერთ თვეში 3 მილიონ ლარზე მეტის პრემია-დანამატები დაირიგეს თვითმმართველობებში.

ემა ტუხიაშვილი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 8 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე