2016 წელს ევროპაში კიდევ ერთი მილიონი ლტოლვილი ჩავა

2016 წელს ევროპაში კიდევ ერთი მილიონი ლტოლვილი ჩავა. ასეთია მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგნოზი.

როგორც სააგენტო "ტასისთვის" მიცემულ ინტერვიუში ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოელ მილმანმა განაცხადა, მიგრანტების ნაკადს შეაჩერებდა სირიაში არსებული ვითარების კარდინალური შეცვლა.

"თუ ხვალ სირიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდება და მილიონობით ადამიანი სამშობლოში დაბრუნებას მოისურვებს, მაშინ სწრაფი ცვლილებები მართლაც შეიძლება მოხდეს", - განაცხადა მილმანმა.

ბოლო პერიოდში ევროპაში ჩასული მიგრანტების 91% სირიის, ავღანეთისა და ერაყის მოქალაქეა.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვით ევროპაში მილიონზე მეტი მიგრანტი ჩავიდა.