საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

საქართველოს მასშტაბით, ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში განაცხადეს, დღეს სასწავლო პროცესი აღდგა იმ საჯარო სკოლებში, სადაც სწავლა გრიპის ვირუსის პრევენციის გამო, სამი დღით შეჩერებული იყო.

პრევენციის მიზნით სამი დღით სწავლა შეწყვეტილი იყო დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

უწყების ინფორმაციით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს. განახლებული ინფორმაცია 12:00 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.

სამინისტრო სკოლებს კვლავ ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.