კახა კალაძე - სიტყვა "ექსპერტი" ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა

სიტყვა "ექსპერტი" ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა, - ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მინისტრი ექსპერტების მიერ "გაზპრომთან" დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებებს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ მათი განცხადებები პოლიტიკურად ანგაჟირებულია.

"ექსპერტების შეფასებები, საერთოდ სიტყვა "ექსპერტი" ზოგიერთის განცხადებების შემდეგ გაუფასურდა. სისულელეებზე საუბარს ჯობია, მოვიდნენ და ნებისმიერ საკითხზე ინფორმაციას მივაწვდი. ისინი "ნაცმოძრაობის" გზას ადგანან და უნდათ, ამ საკითხს პოლიტიკური ელფერი შესძინონ", - აცხადებს კალაძემ.