კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" განაახლა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურმა TEMPUS-ის პროექტის SSRULLI -ის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსი - ,,ღვინო და ღვინის კულტურა" განაახლა.

როგორც კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტებისათვის, ღვინის ინდუსტრიით და ტურიზმით დაინტერესებული პირებისათვის.

მათივე ინფორმაციით, მსმენელების დიდი რაოდენობისა და მაღალი ინტერესის გამო, თებერვლის თვეში კურსი სამ ეტაპად, 3 სხვადასხვა ნაკადთან ჩატარდება.

კურსის მონაწილეები ისეთ საკითხებზე მიიღებენ ინფორმაციას, როგორიცაა: ღვინის ტიპები, ღვინის არომატები და მისი აღქმის ზღვრები, ღვინის ზადი, ღვინისა და საჭმლის შეხამება, ღვინის ტურიზმი; სასერტიფიკატო კურსს კსუ-ს კანცლერის მოადგილე სასწავლო-სამეცნიერო მიმართულებით ქეთევან ჯურხაძე უძღვება.

"ღვინო და ღვინის კულტურა" კურსის ბოლოს, მონაწილეებს ორენოვანი საუნივერსიტეტო სერტიფიკატები გადაეცემათ.