„ხარისხის ლაბორატორიამ“ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა

მსგავსი დონის კვლევაში მონაწილეობა აქამდე არცერთ ქართულ ლაბორატორიას არ მიუღია.

„ხარისხის ლაბორატორიამ“ კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” ”ხარისხის ლაბორატორიიდან” აცნობეს, 2016 წლის 15 იანვარს გამოქვეყნებული ოფიციალური ანგარიშის თანახმად, შპს „ხარისხის ლაბორატორიამ“ საერთაშორისო პროვაიდერ „ფაპასის“ მიერ ჩატარებულ "გამოცდილების ტესტში" (proficiencytest) GMO/გმო (თვისობრივი და რაოდენობრივი) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შედეგით შეფასება მოიპოვა.

”მსგავსი დონის კვლევაში მონაწილეობა აქამდე არცერთ ქართულ ლაბორატორიას არ მიუღია.

პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება მათ მიერ ნაჩვენები შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და მისი მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება”, - აღნიშნავენ შპს ’"ხარისხის ლაბორატორიაში".

აღნიშნული კვლევები საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17025 – ის სტანდარტებს ეფუძნება, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.