ორი ახალი რადიომაუწყებლობის ლიცენზია გაიცა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ თბილისში FM 93,1 -ზე და ახალციხეში FM 97.5-ზე რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული კომპანიები გამოავლინა.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, თბილისში კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი შპს "ტივი-სტილი" გახდა, ახალციხეში კი სათემო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ააიპ "კავშირი სამხრეთ კარიბჭე". რადიოსიხშირული სპექტრით სარეგბლობის ლიცენზიის საფასური თბილისში 10 692 ლარს შეადგენს, ხოლო ქ. ახალციხეში - 4 055 ლარს.

გადაწყვეტილების ვრცელი ვერსია, შეგიძლიათ იხილოთ კომისიის გადაწყვეტილებების გვერდზე.