"მთავრობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო"

საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ ანაკლიის პორტის მშენებლობის განხორციელებას ეხმაურება.

"ბიზნესპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ რომან გოცირიძის პოსტს.

"სწორი გადაწყვეტილება მიიღო მთავრობამ, რომ ანაკლიის პორტს ეს კონსორციუმი ააშენებს. კონკურენტი ჩინელების შეცდომა ის იყო, რომ საეჭვო წარსულის, აფიორისათვის რუსეთში სასჯელმოხდილ ქართველ "ბიზნესმენს" შეეკრა. ამან კიდევ იმით მოხიბლა თურმე, რომ ანაკლიის მთელი ტერიტორია მისი ყოფილა ოდესღაც და "სამართლიანობის აღდგენის" შემდეგ დაუბრუნდებოდა და კაპიტალშიც ჩადებდა შევარდნაძის პერიოდში თაღლითურად მისაკუთრებულ მიწებს. ამასობაში სომხეთის მთავრობის გაბრიყვებაც მოასწრო და წინასწარ კონტრაქტს მოაწერა ხელი სომხეთში უზარმაზარი თბოელექტროსადგურის აშენების შესახებ, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, ელექტროენერგიას მიაწვდიდა ანაკლიის პორტს.

ახლა დაიწყებს ჩივილს. დამჩაგრესო. ისე, ცნობისათვის, რუსეთში დღემდე ვერ ჩადის:)", - წერს რომან გოცირიძე.