ნორვეგია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 4 მილიონზე მეტ ევროს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების სახით 4 მილიონზე მეტ ევროს გამოყოფს. "უკრაინის ზოგიერთ რეგიონში ჰუმანიტარული სიტუაცია მძიმეა. დახმარება 5 მილიონ ადამიანს ესაჭიროება, მათ შორის 1,5 მილიონ დევნილს", - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ტორე ჰატრემმა.

მისი თქმით, ნორვეგიას სურს, უკრაინის სანდო პარტნიორი გახდეს.