არის თუ არა "ვიმპელკომი" ახალი რუსული საფრთხე

სატელეკომუნიკაციო ბაზარი დიდი ცვლილებების მოლოდინშია. თუმცა, სანამ კომუნიკაციების ეროვნული კომისია რუსულ "ვიმპელკომს" "კავკასუს ონლაინის" ნაწილის შესყიდვის უფლებას მისცემს, კვლავ აქტუალურია კითხვა - მოხდება თუ "კავკასუსის" მფლობელობაში არსებული საქართველო-ბულგარეთის დამაკავშირებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გასხვისება. "თავისუფალ დემოკრატებში", სადაც მსგავს საფრთხეზე მიუთითებდნენ, ირწმუნებიან, რომ მაგისტრალის გასხვისებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აქტიურად მიმდინარეობდა. პარტიაში ასევე არ გამორიცხავენ, რომ საფრთხისშემცველი ინტერნეტის საცალო ბაზრის სეგმენტის დათმობაც იყოს.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე