ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზესტაფონში ფეროშენადნობი ქარხნის ასამდე თანამშრომელმა გამაფრთხილებელი საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების მომატებას ითხოვენ.

როგორც ფეროშენადნობი ქარხნის თანამშრომლები აცხადებენ, საწარმოს ქართველი ხელმძღვანელები მათ მოთხოვნებს არ ითვალისწინებენ და საერთოდ კონტაქტზეც არ გამოდიან.

საწარმოს თანამშრომლების თქმით, ადმინისტრაცია მათ განაკვეთური სამუშაოებისთვის ხელფასს არ აძლევს, ამიტომ მძიმე პირობებში არიან.

აქციის მონაწილეები მსგავს გამაფრთხილებელ აქციებს პერმანენტულად ჩაატარებენ და იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნები არ იქნება გათვალისწინებული, მუშაობას შეწყვეტენ.