მოჰსენ ქებრიაი - უახლოეს მომავალში ირანსა და საქართველოს შორის საკმაოდ საინტერესო ვიზიტები შედგება

თებერვალში ირანს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეწვევა. ამის შესახებ საქართველოში ირანის ელჩის მოადგილემ, მოჰსენ ქებრიაიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში საკმაოდ საინტერესო ვიზიტები შედგება.

"დღის წესრიგშია და იგეგმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ირანში. ირანის მხრიდან უნდა განხორციელდეს ირანის პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი საქართველოში.

თუმცა უახლოეს ვიზიტებს რაც შეეხება, თებერვლის თვეში დაგეგმილია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის ვიზიტი", -განაცხადა მოჰსენ ქებრიაიმ და აქვე აღნიშნა, რომ მუშაობა მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ დანელიას ირანში ვიზიტზე.