საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი ხვალ გაიმართება

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, სასტუმრო Radisson Blu Iveria-ში, ხვალ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება.

როგორც სავაჭრო-სამრეწველო პალატაში აცხადებენ, ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი იან მლადეკი. საქართველოს მხრიდან ფორუმს გაუძღვება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

ხვალვე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია გაიმართება.