ოქროს ფასი დაეცა

რამდენიმე თვიანი ზრდის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე ოქროს ფასი დაეცა.

ნიუ იორკის Comex-ის ბირჟაზე დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ოქროს ფასი 0,51%-ით - 6,2 დოლარით შემცირდა და უნციაზე 1191,6 დოლარი შეადგინა.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ორშაბათს ოქროს ფასმა 2015 წლის ივნისის შემდეგ პირველად მიაღწია მაქსიმუმს და უნციაზე 1200,6 დოლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს ოქროზე ფასის კლებას პროგნოზირებს ამერიკული ბანკი Goldman Sachs. ბანკის ანალიტიკოსთა პროგნოზით, 2016 წლის ბოლოსთვის უნცია ოქროზე ფასი 1000 დოლარამდე დაეცემა.

Goldman Sachs-ის ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წელს აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთს სამჯერ გაზრდის და თითო ჯერზე ზრდა 25 საბაზისო პუნქტით არის მოსალოდნელი.