დონორთა სახსრებით ელექტრონული პროცედურების საშუალებით შესყიდვებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს

დონორთა სახსრებით ელექტრონული პროცედურების საშუალებით შესყიდვებში, ევროპის საინვესტიციო ბანკი მონაწილეობს, - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვების სფეროში განხორციელებული რეფორმების, ერთიანი ელექტრონული სისტემის საერთაშორისო პრაქტიკასთან ჰარმონიზაციის შედეგად და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის პროცედურების სანდოობიდან გამომდინარე, მიღწეულია კიდევ ერთი წარმატება: დონორთა სახსრებით ელექტრონული პროცედურების საშუალებით უკვე ცხადდება შესყიდვები, რომლის დონორი ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). ეს უკვე მეორე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტია მსოფლიო ბანკის (World Bank Group) შემდეგ, რომლის სახსრებითაც ცხადდება შესყიდვები ელექტრონული პროცედურების საშუალებით.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო განაგრძობს მუშაობას სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან. დამუშავების ეტაპზეა არაერთი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოში ბიზნესის განვითარებას და მათ ჩართულობას შესყიდვების პროცესში.

უფრო მეტ ქართულ კომპანიას გაუჩნდება წვდომა საერთაშორისო საკრედიტო თუ საგრანტო რესურსებზე; აღნიშნული სიახლე დასაქმების კუთხითაც იქონიებს დადებით ზეგავლენას", - ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.