მებაჟე ოფიცრებმა სიგარეტის უკანონო პარტია აღმოაჩინეს

მებაჟე ოფიცრებმა სიგარეტის უკანონო პარტია აღმოაჩინეს. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, უწყების თანამშრომლებმა, 8 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე "ყაზბეგი"

არადეკლარირებული სიგარეტების პარტიის უკანონო შემოტანის ფაქტი გამოავლინეს. მებაჟე ოფიცრებმა 1335 კოლოფი სხვადასხვა დასახელების სიგარეტი რუსეთის მოქალაქე კ.ვ.-ის კუთვნილი ავტომობილის დათვალიერების შედეგად აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქმე შემდგომი რეაგირებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის საგამოძიებო სამმართველოს გადაეცა.