კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსმა" ახალი Samsung Galaxy A (2016) სმარტფონის პრეზენტაცია გამართა

კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსი" მომხმარებლებზე ზრუნვას განაგძობს და Galaxy A სერიის სმარტფონს სთავაზობს.უახლესი Samsung Galaxy A (2016) სმარტფონი უზრუნველყოფილია პრემიუმ დიზაინით და გაუმჯობესებული კამერით. სმარტფონი აერთიანებს "სამსუნგის" ინოვაციურ დიზაინსა და სისწრაფეს, რაც საშუალებას მისცემს მომხმარებელს გამოხატოს საკუთარი ინდივიდუალურობა.

A სერიის სმარტფონი ეკრანის სამი განსხვავებული ზომით არის წარმოდგენილი ბაზარზე - 5.5-ინჩი A7-ისთვის, 5.2-ინჩი A5–ისთვის და 4.7-ინჩი A3-ისთვის.

Galaxy A (2016) აღჭურვილია გაუმჯობესებული კამერის სისტემით ნათელი და კაშკაშა ფოტო და ვიდეოებისთვის. მისი სისტემა შეიცავს ოპტიკური გამოსახულების სტაბილიზაციის ფუნქციას (OIშ), იმისთვის რომ მინიმუმამდე დაიყვანოს ფოტოს ბუნდოვანება. იშვიათი F1.9 ლინზა მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს გადაიღოს ოპტიმალური ფოტოები სიბნელეშიც კი. სამსუნგის სწრაფი ჩატვირთვის ფუნქციის მეშვეობით, "სახლის" ღილაკის ორჯერ დაჭერის შემთხვევაში, კამერა ირთვება წამზე ნაკლებ დროში. Aსევე, მომხმარებელს საშუალება აქვს, გადაიღოს საუკეთესო სელფი, იმ ფუნქციების დახმარებით, როგორიცაა Wide Selfie, Palm Selfie and Beautifying Effects.

bpn

"სამსუნგმა წარმოადგინა ახალი A სერიის სმარტფონები-A3, A5 და A7. სმარტფონების ეს სერია გამორჩეულია ვიზუალური დიზაინითა და გაუმჯობესებული ტექნიკური მახასიათებლებით. A სერია პირველად ბაზარზე 2015 წლის იანვარში გამოჩნდა. რაც შეეხება ახალ მოდელებს, A სერიის გაუმჯობესებული ვერსიის გაყიდვები საქართველოში იანვარში დაიწყო და მასზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია.

ახალი A სერიის მოდელები ძირითადად 18-35 წლამდე მომხმარებელზეა გათვლილი. ეს არ არის ფლაგმანი მოდელი და შესაბამისად ფასიც ნაკლები აქვს, თუმცა ტექნიკური მახასიათებლები ძალიან კარგი აქვს. ახალგაზრდულ სეგმენტზე ფასისა და მახასიათებლების გათვალისწინებით ერთ-ერთი საუკეთესო მოდელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ პროდუქტი შექმნილია სპეციალურად კავკასიისთვის და საქართველოსთვის. შემოწმებულია მისი თავსებადობა ქსელებთან და ემსახურება სამსუნგის ავტორიზებული გარანტია"- განაცხადა "სამსუნგის" მარკეტინგის მენეჯერმა ეკატერინე სვანიძემ.

ახალი მოდელის პრეზენტაციასთან ერთად კომპანია "სამსუნგ ელექტრონიქსმა" ფოტოკონკურსის გამარჯვებულიც დააჯილდოვა. 2016 წლის 25 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით შამსუნგ Gეორგია-ს ფეისბუქის გვერდზე მიმდინარეობდა ფოტო-კონკურსი, რომლის გამარჯვებულიც კომპანიამ ახალი Samsung Galaxy A 5 სერიის სმარტფონით დააჯილდოვა.

"კონკურსში მონაწილეობის მთავარი მოტივაცია, რა თქმა უნდა იყო A სერიის ახალი ტელეფონი, რომელიც ძალიან მჭირდებოდა. გარდა ამისა კონკურსში მონაწილეობა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მხოლოდ "ლაიქების" მეშვეობით არ უნდა გამოვლენილიყო გამარჯვებული. ნამდვილად მქონდა ჟიურის ობიექტურობის იმედი. მინდა ასევე აღვნიშნო რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალი" - განაცხადა კონკურსის გამარჯვებულმა მაია ჭანტურიძემ.

(R)