პარლამენტში ახალი "ტყის კოდექსის" პროექტის განხილვა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში ახალი "ტყის კოდექსის" პროექტის განხილვა გაიმართა. საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებისა და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილეს.

სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა კანონმდებლებს ახალი "ტყის კოდექსის" პროექტის ძირითადი მიმართულებები და გამოწვევები გააცნო. მხარეებმა ასევე სატყეო სექტორის რეფორმაზე იმსჯელეს.

შეხვედრას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილეები თეიმურაზ მურღულია და ბესარიონ აბაშიძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა, საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებოდნენ.