გიორგი კვირიკაშვილი – მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების განხილვა მინიმალურ დროში მოხდეს

მთავრობა დღევანდელ სხდომაზე "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებებს განიხილავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, დღევანდელი დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხი სწორედ საგადასახადო რეფორმაა.

"დღეს ჩვენ გამოგვაქვს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები, კანონპროექტების პაკეტი, რომელიც იქნება განხილული მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, შემდეგ კი გადაიგზავნება პარლამენტში, რათა უკვე საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდეს განხილვა. ჩვენ მაქსიმალურად ვართ დაინტერესებული, რომ დროის მინიმალურ მონაკვეთში მოხდეს ამ კანონპროექტის განხილვა და მიღება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მთავრობის სხდომა 09:00 საათზე დაიწყო. მინისტრთა კაბინეტს დღის წესრიგით დღეს 36 საკითხი აქვს განსახილველი.