მარკეტოლოგების საყურადღებოდ! HP Indigo-მ Coca-Cola-ს უპრეცედენტო მარკეტინგული კამპანიის დაწყების შესაძლებლობა მისცა

ახალი შესაძლებლობები ქართველი მარკეტოლოგებისთვის - HP Indigo-თბილისშია და მზადაა მხარი აუბას ნებისმიერ ნოვატორულ წამოწყებას და კარგ იდეას.

1 თებერვლიდან კოკა-კოლამ HP-ს მხარდაჭერით აშშ-ის ტერიტორიაზე ახალი მარკეტინგული აქცია ‘It’s Mine’ („ეს ჩემია“) დაიწყო. აქციის არსი დიეტური კოკა-კოლას 1 მილიონი ბოთლის გამოშვებაა. თითოეულ ბოთლს უნიკალური, განუმეორებელი დიზაინის თერმოკუმშვადი ეტიკეტი ექნება.

როგორც კოკა-კოლას ერთ-ერთმა დირექტორმა - რაფაელ აჩევედომ განაცხადა: დიეტური კოლას ფანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ექნებათ შესაძლებლობა შეიძინონ ბოთლი, რომლის იერსახეც განუმეორებელი იქნება და მსოფლიოში ანალოგი არ ექნება. ეს მართლაც უნიკალური მარკეტინგული აქცია HP Indigo-სთან მჭიდრო თანამშრომლობით გახდა შესაძლებელი.

კოკა-კოლას მარკეტოლოგებმა შეიმუშავეს 36 საბაზისო ტიპიური დიზაინი ბოთლის შეფუთვისთვის. ამის შემდეგ HP Indigo-ს პროგრამული ტექნოლოგიის გამოყენებით დაგენერირდა ეტიკეტის მილიონობით უნიკალური ვარიანტი და შემდგომ დაიბეჭდა HP Indigo-ს რულონურ დანადგარებზე.

მინის ბოთლების გარდა, დაიბეჭდა ექსკლუზიური შეფუთვა 4 სახეობის ალუმინის ქილებისთვისაც და დიზაინი პოლიეთილენის შესაფუთი მასალებისთვის.

ხსენებული აქცია HP Indigo-სა და კოკა-კოლას თანამშრომლობით შექმნილი პირველი პროექტი არ არის. HP Indigo-ს პერსონალიზირებული ოფსეტური ბეჭდვის შესაძლებლობებს კოკა-კოლა აშშ-ის გარდა ევროპაშიც წარმატებით იყენებს.

ქართველი მარკეტოლოგებისთვის საინტერესო უნდა იყოს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ HP Indigo-ს ტექნოლოგიები 2015 წლიდან მათთვისაც ხელმისაწვდომია.

კომპანია „კოლორპაკმა“ 2015 წელს პროექტ „აწარმოე საქართელოში“-ს ფარგლებში შეიძინა HP Indigo-ს უახლესი მოდელის ციფრული ოფსეტური ბეჭდვის რულონური დანადგარი.

„კოლორპაკი“ HP-სგან სრული ტექნოლოგიური მხარდაჭერით სარგებლობს. შეიძლება ითქვას, რომ ყველა ნოვატორული იდეა და შესაძლებლობა, რაც ჰოლანდიელი, გერმანელი, ებრაელი, ესპანელი ან ამერიკელი ტექნოლოგების მიერ იქმნება - უმოკლეს ვადაში საქართველოში ხდება ხელმისაწვდომი.

კომპანია „კოლორპაკი“, რომელიც HP Indigo-ს პარტნიორია საქართველოში, თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორიცაა - „ბორჯომი“; „ბაგრატიონი“; „ნიკორა“; „ბადაგონი“; „ბიბლუსი“ და სხვა...

„კოლორპაკი“ ღიაა თანამშრომლობისთვის ნებისმიერ დამკვეთთან.

(R)