საქართველოში ექთნების დეფიციტია

საქართველოში ექთნების სერიოზული დეფიციტია.

ამის შესახებ “PALITRANEWS” - ის გადაცემა ”ბიზბნესპერსონაში” ქართულ-ამერიკული კლინიკის დამფუძნებელმა დიმიტრი ტვილდიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს საქართველოში 45 ათასი ექთანია საჭირო მაშინ, როდესაც ექთნების რაოდენობა 15 ათასია. ექთნების მოსამზადებელი პროგრამები კი არასაკმარისია კვალიფიციური ექთნის მოსამზადებლად.

"საქართველოში არის ექთნების სერიოზული დეფიციტი. ქვეყანას სჭირდება 45 ათასი ექთანი და ამათგან დღეს რეალურად, არის მხოლოდ 15 ათასი. ამ 15 ათასიდან ძალიან ბევრი საპენსიო ასაკის არის და მათი თაობის ცვლა არ ხდება. თანაც, უნდა გითხრათ, რომ ის პროგრამები, რომლებითაც ჩვენთან ექთნების მომზადება ხდება, ძალიან მწირია”, - აღნიშნა დიმიტრი ტვილდიანმა.