ნოდარ ხადური – ეტყობა რომან გოცირიძეს პირდაპირი კავშირი აქვს "გაზპრომთან"

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს "გაზპრომის" მიერ ერთ-ერთი ქართული ბანკის შესაძლო შესყიდვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

შესაბამისი განცხადება ხადურმა ჟურნალისტებთან საუბარში, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის, რომან გოცირიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.

"არ მაქვს ეს ინფორმაცია. ეტყობა ბატონ რომან გოცირიძეს პირდაპირი კავშირი აქვს "გაზპრომთან", - განაცხადა ხადურმა.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარის რომან გოცირიძის ინფორმაციით, რუსული კომპანია "გაზპრომი" საქართველოში ერთ-ერთი პატარა ბანკის შესყიდვას გეგმავს.

როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, აღნიშნულ ინფორმაციას ქართული მხარე საგულდაგულოდ მალავს.