ქუთაისის მერიას რეგიონული განვითარების ფონდმა 11 მლნ ლარამდე გამოუყო

ქუთაისში ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად, რეგიონული განვითარების ფონდმა 10 926 138 ლარი გამოყო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის უფროსმა, მალხაზ ბასილაძემ გააცნო.

რეგიონული განვითარების ფონდიდან მიღებული თანხით ქუთაისში 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. როგორც სამსახურის უფროსმა განმარტა, 19 პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადდა.

,,რეგიონალური განვითარების ფონდიდან წლის განმავლობაში ეტაპობრივად კიდევ მოხდება სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად თანხების გადმორიცხვა, ქუთაისის მერიას საერთო ჯამში 22 მილიონ ლარზე აქვს მოთხოვნა გაკეთებული", - აღნიშნა მალხაზ ბასილაძემ.