როგორ და სად საქმდებიან უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოში

საქართველოში უმუშევრობის დონე საკმაოდ მაღალია, თუმცა, უცხოელი მუშახელის დასაქმების შემთხვევები არც ისე იშვიათია. დასაქმებული უცხოელების უმეტესობა მშენებლობაზე მუშაობს. იმისათვის, რომ უცხოელი საქართველოში დასაქმდეს, რაიმე სერიოზული კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ უწევს.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2015 წელს ჩატარებული შრომის ბაზრის კვლევის მიხედვით, საქართველოში უცხოური სამუშაო ძალის დასაქმების მაჩვენებელმა 5 578 კაცი შეადგინა. მათ მიერ ყველაზე ხშირად დაკავებული პოზიციები შემდეგნაირად განაწილდა:

მშენებლობა - 1714 ადამიანი

ვაჭრობა - 1468 ადამიანი;

ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაწევა - 501 ადამიანი;

ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 471 ადამიანი;

სასტუმროები და რესტორნები - 460 ადამიანი;

განათლება - 192 ადამიანი.

მშენებლობაზე მუშაობს 32 წლის სერჟ აბლუც, რომელიც უკვე 6 წელია საქართველოში ცხოვრობს, თუმცა, როგორც ის ამბობს, მუდმივი სამსახური არ აქვს.

"კოტ-დივუარიდან ვარ, ქართველი მეუღლე მყავს. მშენებლობაზე ვმუშაობ და მუდმივი სამსახური არ მაქვს. რაც გამოჩნდება, იმაზე ვმუშაობ ხოლმე. მშენებლობაც სეზონურია, როცა კარგი ამინდია, მაშინ არის საქმე. ერთი თვე იმუშავებ, მერე ისევ ჩერდები და ასეა".

განაგრძეთ კითხვა

თეა ბეჟიტაშვილი