თბილისის აეროპორტში სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს მამაკაცი დაიღუპა. ინფორმაცია ამის შესახებ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაადასტურდეს.

დაღუპული კომპანია Black Sea Group-ის თანამშრომელი იყო, რომელიც შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამიმოსვლო ბილიკებისა და ასაფრენი ზოლის რეაბილიტაციის სამუშაოებს აწარმოებს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცს სარემონტო სამუშაოების დროს სატვირთო მანქანა დაეჯახა. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.