საბერძნეთს ლტოლვილების კრიზისი წელს მილიარდ ევრომდე დაუჯდება

საბერძნეთს ლტოლვილების კრიზისი წელს მილიარდ ევრომდე დაუჯდება. ამის შესახებ ევროპული მედია წერს. როგორც საბერნეთის მიგრაციის მინისტრმა, იოანის მოუზალასმა კანონმდებლებს განუცხადა, ლტოლვილების ნაკადის ზრდის გამო, ქვეყნის ხარჯი მთლიანი შიდა პროდუქტის 0.5 პროცენტზე მეტი იქნება.

მისივე თქმით, ევროკავშირის მიერ საბერძნეთისთვის მიგრაციის კრიზისის აღმოსაფხვრელად გამოყოფილი თანხა საკმარისი არ არის. ის მხოლოდ ლტოლვილთა განთავსების ბანაკების მშენებლობისთვის იქნება საკმარისი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო ერთი წელია ევროკავშირის ქვეყნები მიგრაციის კრიზისს განიცდიან. სირიიდან და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ლტოლვილთა ნაკადმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ისინი თურქეთის გავლით ევროპამდე ჩაღწევას ცდილობენ.