კახა კალაძე "გაზპრომის" წარმომადგენლებს უახლოეს მომავალში შეხვდება

"გაზპრომთან" კიდევ ერთი შეხვედრა უახლოეს მომავალში გაიმართება, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ,,გაზპრომთან" საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.

,,ველოდებით კიდევ ერთ შეხვედრას, რომელიც, ალბათ, უახლოეს მომავალში შედგება და ვნახოთ, ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება, შეთანხმება მიღწეული არ არის. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რომელსაც ბოლომდე დავიცავთ", - განაცხადა კალაძემ.