კახა კალაძე სუს-ისთვის ავტომობილების გადაცემას ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნის

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ავტომობილების გადაცემას ქვეყანაში უსაფრთხოების დაცვის მიზნით ხსნის , - ამის შესახებ კახა კალაძემ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნის პერიოდში, მისი განკარგულებით, საპარტნიორო ფონდმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს 102 ავტომობილი გადასცა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ავტომობილების შესყიდვის საჭიროება იმ გარემოებებიდან გამომდინარე დადგა, რაც ზოგადად, დღეს მსოფლიოში ხდება.

"თქვენ იცით, რომ დიდია საშიშროება ტერაქტების სხვადასხვა მიმართულებით და ქვეყანაში რომ უსაფრთხოება იყოს დაცული, ამის გამო იქნა შესყიდული ავტომობილები, რომ შესაბამისი მონიტორინგი განხორციელდეს", - განაცხადა კალაძემ.