მებაჟეებმა 2000 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვები პუნქტის, "ყაზბეგის" მებაჟე ოფიცრებმა 2000 კოლოფი არადეკლარირებული სიგარეტი PARLIAMENT აღმოაჩინეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის მხრიდან შემოსულ მიკროავტობუსში, რომელსაც აზერბაიჯანის მოქალაქე გ.თ. მართავდა, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, საბარგულში, მგზავრების ჩანთების ქვეშ გადამალული, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონელი აღმოაჩინეს.

საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 4200 ლარი.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის საბაჟო წესების დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გადაეცა.