შპს "ვი-ეს"-ის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის შპს "მომავლის რეკლამისთვის" გადაცემაზე წინასწარი თანხმობა გაიცა

შპს "ვი-ეს"-ის რადიომაუწყებლობის ლიცენზიის შპს "მომავლის რეკლამისთვის" (რადიო "დარდიმანდი") გადაცემაზე წინასწარი თანხმობა გაიცა.

როგორც საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ, შპს "ვი-ეს" ქუთაისში, 105.0 მგჰც სიხშირეზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიას ფლობს, №B59 ლიცენზიის მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბრამდეა. კომისიის გადაწყვეტილებით შპს "მომავლის რეკლამას" დაევალა, კერძო მაუწყებლობის №B59 ლიცენზიის საკუთრებაში მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში ლიცენზიის საკუთრებაში მიღების შესახებ ინფორმაციის, შესაბამისი დოკუმენტაციის ასლებისა და შესაბამისობის დეკლარაციის კომისიისთვის მიწოდება.