დავით ხუბულური - "დელტაკომი" რამდენიმე სახელმწიფო უწყებას სრულიად უფასოდ უწევს მომსახურებას

"დელტაკომის" ფინანსური დირექტორის, დავით ხუბულურის თქმით, მისი კომპანია რამდენიმე სახელმწიფო უწყებას სრულიად უფასოდ უწევს მომსახურებას.

როგორც კომპანია "დელტაკომის" დამფუძნებელმა და ფინანსურმა დირექტორმა ე.წ. კაბელების საქმეზე დაკითხვისას განაცხადა, კომპანია განათლების სამინისტროს, შს სამინისტროს, ასევე თბილისისა და ბათუმის მერიებს სრულიად უფასოდ, ან შეღავათიან ფასებში უწევს მომსახურებას, თუმცა რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ხუბულურის თქმით, მათი მხრიდან არ ყოფილა წინადადება და შეთავაზება.

"ჩვენ სრულიად უფასოდ ვუწევთ მომსახურებას ისეთ სახელმწიფო უწყებებს, როგორიც არის შს სამინისტრო, თბილისის მერია, ბათუმის მერია, მომსახურებას ვუწევთ შეღავათიან ფასებში განათლების სამინისტროს, რომელიც ნაწილობრივ იხდის თანხას. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, ჩვენთვის არ უკითხავთ, იქნებ უკეთეს პირობებში შეგვეთავაზებინა მომსახურება", - განაცხადა დავით ხუბულურმა.

"დელტაკომის" ფინანსური დირექტორი ე.წ. კაბელების საქმეზე ბრალდების მოწმის სახით იკითხება.