სტამბოლში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ხუთსართულიანი შენობა ჩამოინგრა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. გავრცელებული ცნობით, ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილები. ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა დაღუპულები.

შემთხვევა ქალაქის მთავარ სავაჭრო ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შენობის პირველ სართულზე კაფეტერია იყო განთავსებული. თუმცა, უცნობია ნგრევის დროს იყვნენ თუ არა იქ ადამიანები.

სხვა დეტალები ჯერ არ ვრცელდება.