ლეგენდა 40 წლისაა

კომპანია Mercedes-Benz-მა რამდენიმე დღის წინ მნიშვმნელოვანი თარიღი აღნიშა - W123 E-Class-ის 40 წლის იუბილე.

W123 ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი იყო E-Class-ის სერიაში. გერმანული ავტომწარმოებელი ამ კონკრეტულ მოდელს მთელი 10 წელი აწარმოებდა და სამი სახით უშვებდა - სედანი, უნივერსალი, კუპე. არსებობის მანძილზე მსოფლიო მასშტაბით W123 E-Class-ის 2,7 მილიონი ერთეული გაიყიდა.

ავტომობილი წარმატებული აღმოჩნდა და წარმოების პირველ წელს მთლიანად ამოისყიდა. W123 იმდენად პოპულარული იყო რომ მომდვენო წლებში მეორადი ავტომობილები ახლის ფასად იყიდებოდა.

W123-ის დიზაინი კომპანიის სხვა მდოელების W116 S-Class-ისა და R/C 107 SL-ის გავლენით შეიქმნა და დღესაც კი მისი ელეგანტური დიზაინი თვალშისაცემია. არსებობის მანძილზე ავტომობილი 9 ტიპის ძრავით იწარმოებოდა, ამასთან ის პირველი სერიული მერსედესი იყო, რომელიც აირბეგებით აღიჭურვა.

კოკა კვირკველია