კახა კალაძე დღეს ირანში გაემგზავრება

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანში გაემგზავრება.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში ირანში შეხვედრები გაიმართება ენერგეტიკის, საგარო საქმეთა მინისტრებსა და ვიცე-პრეზიდენტთან.

მისივე თქმით, საუბარი საქართველოს მიერ ირანიდან ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შეეხება, რაც კალაძის თქმით, 2 გზით - ერთი აზერბაიჯანის, ხოლო მეორე - სომხეთის გავლითაა შესაძლებელი.

”ასევე ძალიან საინტერესოა ფასი ბუნებრივ აირზე რა იქნება, რამდენად კონკურენტუნარიანი იქნება იმ ფასებისა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს", - განაცხადა კალაძემ.