ონლაინ კრედიტი - მომხმარებლის 10 წესი

ონლაინ კრედიტი არის ქართული კომპანია, რომელიც უკვე 3 წელია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. 2015 წლის ნოემბრიდან კომპანიაში ცვლილებები მოხდა : განახლდა საიტი, შეიცვალა ბრენდ კოდი და დაინერგა ახალი ბიზნეს მიდგომები.

ჩვენ დავიწყეთ უფრო მასშტაბური კამპანია, რომელიც მომხმარებლის ინფორმირებას ემსახურება, რომ ნებისმიერ თქვენგანს სრული წარმოდგენა ჰქონდეს ონლაინ სწრაფი, ხელფასამდე სესხების შესახებ.

bpn

ონლაინ კრედიტის ახალი ბრენდ კოდია “პასუხისმგებლობაზე დამყარებული ურთიერთობები”. ამ სლოგანის ცხოვრებაში რეალურად გასატარებლად და დასანერგად გთავაზობთ 10 ფაქტორს, რომელზეც უნდა დაფუძნდეს კომპანიისა და აპლიკანტის შემდგომი ურთიერთობები.

  1. კრედიტის მიღებამდე ჩვენ ყოველთვის გიჩვენებთ საფასურს, რომლის გადახდაც მოგიწევთ.
  2. აპლიკანტი აუცილებლად გადის სრული შემოწმების პროცესს მანამ, სანამ სესხი დაუმტკიცდება.
  3. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს საკუთარი ხელით აირჩიოს თანხა და ვადა, რა ხნითაც სურს, რომ სესხი მიიღოს.
  4. ჩვენი სესხის ინტერესი არასოდეს აღწევს ასტრონომიულ, 1000%-იან, ანუ ათმაგ გადასახადებს.
  5. თქვენ შეგიძლიათ სესხის დაფარვა თქვენს მიერ მითითებულ ვადაზე ადრე და ამისათვის ზუსტად იმდენს იხდით, რა ხნითაც გამოიყენეთ თანხა და არ გეკისრებათ დამატებითი გადასახადები.
  6. სესხზე 60 დღიანი ვადაგადაცილების შემდეგ, თქვენს სესხზე პროცენტის დარიცხვა წყდება.
  7. ჩვენ ყოველთვის ვეხმარბით საკუთარ მომხმარებლებს ფინანსური კრიზისების დროს.
  8. პასუხისმგებლიან მსესხებლებს ყველა შანსი აქვთ, რომ შექმნან საკუთარი საკრედიტო ისტორია და ყოველ ჯერზე იმაზე მეტი თანხა მიიღონ, ვიდრე წინა სესხი.
  9. ჩვენ კვლავ განვაგრძობთ ინოვაციებსა და ახალი პროდუქტების შეთავაზებას.
  10. ჩვენ მუდამ მზად ვართ კონკურენციისთვის და მივესალმებით ბიზნესის წარმოების ყველანაირ ჯანმრთელ მიდგომას.
ჩამოთვლილი 10 პოსტულატი მხოლოდ ლიტონი სიტყვები არაა, ეს არის საქმე, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ და ბიზნესი, რომელსაც თქვენთან ერთად ვაშენებთ.

ჩვენ მუდამ მზად ვართ მივიღოთ კრიტიკა ჩვენი მომხმარებლისგან და გავამართლოთ ის მოლოდინები, რომელსაც თქვენ ჩვენზე ამყარებთ.