გლეხებს მიწის ჩამორთმევა ემუქრებათ?!

"მიწის დაკარგვა დაემუქრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიწებს წლების განმავლობაში განკარგავენ, მაგრამ თავიანთი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს"

"ამ ცვლილებით გათვალისწინებულია სახელმწიფოსთვის მხოლოდ იმ მიწების რეგისტრაცია, რომელთა მფლობელი საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება"

ემუქრებათ თუ არა გლეხებს მიწის ჩამორთმევა, რომელიც, ფაქტობრივად, მათია? გასულ კვირას მთავრობის ინიცირებული კანონპროექტი "საჯარო რეესტრის შესახებ" მსჯელობის საგანი გახდა და საზოგადოების ვნებათაღელვაც გამოიწვია. ამ საკითხზე "კვირის პალიტრას" "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" იურისტი თეა ზაქარაშვილი ესაუბრა:

- ეს კანონპროექტი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შესახებ უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების ბაზის შექმნას ითვალისწინებს, თუმცა, ამ ცვლილებით გათვალისწინებულია სახელმწიფოსთვის მხოლოდ იმ მიწების რეგისტრაცია, რომელთა მფლობელი საჯარო რეესტრის ამონაწერით ვერ დგინდება.

ამგვარად, მიწის დაკარგვა დაემუქრა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ მიწებს წლების განმავლობაში განკარგავენ, მაგრამ თავიანთი ქონების საჯარო რეესტრში დარეგისტრირება ვერ მოახერხეს.

ეკა ასათიანი

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 თებერვლის ნომერში

ან გახდით გაზეთის ონლაინ-ვერსიის ხელმომწერი და წაიკითხეთ სტატია სრულად