კახა კალაძე ირანში გაემგზავრა

ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ოფიციალური ვიზიტით ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გაემგზავრა.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, ქართული და ირანული მხარეები, ამ ეტაპზე სწავლობენ საქართველოში ირანული ბუნებრივი აირის იმპორტის შესაძლებლობას. მათივე ინფორმაციით, განხილული იქნება სხვადასხვა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.