ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ

ტყიბულში, მინდელისა და ძიძიგურის სახელობის მაღაროებში დასაქმებული 1 000-მდე მაღაროელი გაიფიცა. მაღაროელები ხელფასის გაზრდას მოითხოვენ.

გაფიცულები აღნიშნული მოთხოვნით ამ წუთებში საპროტესტო აქციას ძიძიგურის სახელობის მაღაროს შესასვლელთან მართავენ.

მაღაროელებთან ცოტა ხნის წინ ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენელი მივიდა.