პირველ ეტაპზე ჩაის რეაბილიტაციისთვის 2-3 მილიონი ლარი გამოიყოფა

სოფლის მეურნეობის სამინისტრო პირველ ეტაპზე ჩაის რეაბილიტაციისთვის 2-3 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩაის რეაბილიტაციის პროექტი უკვე დაწყებულია და პროექტისთვის განსაზღვრულია რამდენიმე ტრანშის გამოყოფა. პირველ ეტაპზე, სწორედ აღნიშნული თანხა დაიხარჯება. მინისტრის განმარტებით, საკონსულტაციო საბჭოები უკვე გამოყოფილია და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო ჩაის მასების ინვენტარიზაცია.

"მზადდება კატალოგი, ჩვენი საკონსულტაციო ჯგუფი ჩართულია ამაში და ჩვენი ინფორმაციით, ამ ეტაპზე 2 000 ჰა ფართობის სარეაბილატაციო ტერიტორიაზეა საუბარი. სურვილი უკვე გამოთქმულია მცირე მეწარმეების მხრიდან. ჩვენ გვაქვს ეტაპობრივი ტრანშები, ვგეგმავთ სახსრების მოძიებას, თუმცა ამ ეტაპზე, ალბათ, 2-3 მილიონი ლარით დავიწყებთ", - განაცხადა ოთარ დანელიამ.