"საქსტატის" ინფორმაციით, იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ იკლო

მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 528 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 24 პროცენტით ნაკლებია.

როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში აცხადებენ, 528 მლნ აშშ დოლარიდან ექსპორტი 122 მლნ აშშ დოლარი იყო (22 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 406 მლნ აშშ დოლარი (25 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარში 283 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 54 პროცენტი შეადგინა.