ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიის, Standard & Poor’s-ის ანალიტიკოსებს შეხვდა.

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, შეხვედრაზე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები და მაკროეკონომიკური პარამეტრები განიხილეს. მათივე ინფორმაციით, მინისტრმა სტუმრებთან ისაუბრა, თუ რა გავლენას ახდენს მთავარ სავაჭრო პარტნიორებში მიმდინარე პროცესები საქართველოს ეკონომიკაზე. როგორც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანამ შეძლო მაკროეკონომიკური სტაბილურობის და ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება.

ფინანსთა მინისტრმა ასევე ისაუბრა მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ბიზნესის განვითარებას, უცხოური და შიდა ინვესტიციების მოზიდვას ქვეყანაში, მათ შორის, საუბარი შეეხო საგადასახადო მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც ითვალისწინებს მოგების გადასახადის ეწ. ესტონური მოდელის დანერგვას.

გასულ კვირას, ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდა საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody's-ის ანალიტიკოსებს.