ჭიდაობის ფედერაცია – თუ მოჭიდავეების მიერ აკრძალული პრეპარატის მიღება დადასტურდა, მათ სერიოზული ჯარიმა ელოდებათ

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი მალხაზ ჯორბენაძე ადასტურებს, რომ საქართველოს ჭიდაობის ნაკრების 6 წევრი აკრძალული პრეპარატის გამოყენებაშია ბრალდებული.

როგორც ჯორბენაძემ "პალიტრა ნიუსს" განუცხადა, ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, მოჭიდავეებს სერიოზული ჯარიმა ელოდებათ.

"დადასტურებული ჯერ არაფერია, ახლაც პასუხის მოლოდინში ვართ, თუმცა წინასწარი მონაცემებით, მათ "მილდრონატი" აღმოაჩნდათ, რომელიც არ არის ძლიერმოქმედი პრეპარატი. ჩვენი ინიციატივით მოთხოვნილია დოპინგ-სინჯები და იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდა მათი მხრიდან აკრძალული პრეპარატის მიღება, სანქციას საქართველოს სადისციპლინო კიმისია განიხილავს. საბედნიეროდ, არც ერთი მათგანი ლიცენზიის მქონე არ არის", - განაცხადა ჯორბენაძემ.

ცნობისთვის, "მილდრონატი" გულის მკვებავია, რომელიც 2016 წლის დასაწყისიდან აკრძალულ პრეპარატად ითვლება.