ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4921 ლარი გახდა. ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, ხვალიდან, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4921 ლარი იქნება. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4806 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ 0.0115 ლარი შეადგინა.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში მცირედით გამყარდა. კერძოდ, ხვალიდან ერთი ევროს შეძენა 2.7921 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8003 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა.